ახალი ამბები

ანკარაში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაზე

11 ივნისი 2018

2018 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თურქეთის დედაქალაქი ანკარა სისხლის სამართალში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მასპინძლობდა.

კონფერენცია მიეძღვნა თურქეთის სააპელაციო სასამართლოს დაარსების 150-ე და თურქეთის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედების მე-13 წლისთავს.

კონფერენციის მუშაობაში ოცი ქვეყნის - აშშ, ბრაზილია, ჩილე, იაპონია, სამხრეთ კორეა, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ჰოლანდია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სლოვენია, ირანი, რუსეთი და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის თემა იყო „ევენტუალური განზრახვა, თვითიმედოვნება და შეცდომა სისხლის სამართალში“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე.

გამოიცა მოხსენებათა კრებული, კონფერენციაში მონაწილეებს გადაეცათ მადლობის სიგელები (სერტიფიკატები) და სამახსოვრო საჩუქრები.

პროფესორ ედიშერ ფუტკარაძის თქმით, მსგავსი ხასიათის კონფერეციებში მონაწილეობა საინტერესოა როგორც აკადემიური, სამეცნიერო მოსაზრებების გაცვლის კუთხით, ასევე ახალი სამეცნიერო კავშირების დამყარება- გაღრმავების თვალსაზრისითაც.

იხილეთ ფოტოგალერეა...