ახალი ამბები

ამერიკელი პროფესორის საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის

17 ნოემბერი 2022

დღეს, 17 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის მხარდაჭერით, უნივერსიტეტში ისტორიის დოქტორმა, სუით ბრაიერ კოლეჯის პროფესორმა, ქალბატონმა კეტრინ ჩავინმა საჯარო ლექცია ჩაატარა.

საჯარო ლექციის სახელწოდება იყო მათ მოატყუეს!" ბრალდებები არჩევნების გაყალბებაში - შეცდომა თუ ამერიკული დემოკრატიის თავისებურება?

სტუმარმა ისაუბრა არჩევნებთან დაკავშირებულ საკვანძო ტერმინებზე; აშშ-ის ხმის მიცემის უფლების მიღებასა და პროცედურებზე; საარჩევნო უფლებების კვალიფიკაციის, არჩევნების ჩატარების წესებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ლექციას ესწრებოდნენ გთუნის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.


იხილეთ ფოტოგალერეა...