განცხადებები და ანონსები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ეროვნული ეკონომიკა უახლესი გლობალური გამოწვევების პირობებში

10 იანვარი 2023

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო), უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხარკოვის ო. მ. ბეკეტოვის სახელობის ეროვნული სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკის უნივერსიტეტის (ხარკოვი, უკრაინა), ხარკოვის ვ. ნ. კარაზინის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის (ხარკოვი, უკრაინა), კრივოი-როგის ეროვნული უნივერსიტეტის (კრივოი-როგი, უკრაინა), იური კონდრატიუკის სახელობის პოლტავის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტის (პოლტავა, უკრაინა), საჯარო ადმინისტრირების ნაციონალური აკადემიის (ჰანოი, ვიეტნამი), ვარნას ტექნიკური უნივერსიტეტის (ვარნა, ბულგარეთი), კოჯაელის უნივერსიტეტის (კოჯაელი, თურქეთი), გერმანიის ანგეშტელერის აკადემიის (მიუნხენი, გერმანია) და ცხუმ-აფხაზეთის სამეცნიერო აკადემიის (თბილისი, საქართველო) ორგანიზებით, 28 თებერვალს ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკა უახლესი გლობალური გამოწვევების პირობებში” („National Economies in the Conditions of the Latest Global Challenges”).


კონფერენციის სამუშაო ენები: უკრაინული და ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობისა და თეზისების განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31.01.2023.

კონფერენციის თეზისების განხილვა მოხდება 1-28.02.2023 და განთავსდება ვებგვერდზე: www.kname.edu.ua

თეზისების კრებულის ელექტრონული ვერსია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 31.03.2023.

გთუნის აკადემიური პერსონალისთვის კონფერენციაში მონაწილეობა დაფინანსებულია უნივერსიტეტის მიერ.


სარეგისტრაციო ფორმა


საორგანიზაციო კომიტეტის მისამართი:

ელ. ფოსტა: rybakai@ukr.net

პასუხისმგებელი პირი: რიბაკ ჰანა

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

ზოია ადამია

კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი

ტელ: (+ 995 32) 2 66 15 12 (+ 120)

ელ. ფოსტა: zoia.adamia@gttu.edu.ge

მობ: 5(99) 270 746