განცხადებები და ანონსები

ყურადღება: GIU სამეცნიერო შრომათა კრებულში ნაშრომების მიღება გრძელდება

20 ივლისი 2023

ძვირფასო კოლეგებო,

შპს ,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ“-ს (გურამ თავართქილაძის სახელობის თბილსის სასწავლო უნივერსიტეტის)ყოველწლიურ, მრავალდარგობრივ სამეცნიერო შრომათა კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები ეძღვნება სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალური საკითხების კვლევას. გამოცემის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი და უცხოელი ავტორების, განსაკუთრებით, ახალგაზრდა სპეციალისტების, მეცნიერული ძიების გაღრმავებას, ორიგინალური კონცეფციების წარმოჩენას,აკადემიური კონტაქტების გაფართოებას და ერთობლივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების შექმნას, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გახორციელებული საქმიანობის შედეგად შემოთავაზებული დასკვნებისა და რეკომენდაციების გაშუქებას.

შპს,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ“-ს სამეცნიერო შრომათა კრებული

დაარსდა 2011 წელს და რეფერირდება ტექინფორმის ქართულ რეფერატულ ჟურნალში.

ჩვენი ჟურნალი ატვირთულია Open Journals და Google Scholar - პლატფორმებზე.

მე-11 ჟურნალიდან გახდა რეფერირებადი. მე-11 და მე-12 ნომრებს სტატიებს მიენიჭა DOI.

https://journal.gtuni.edu.ge/index.php/gttu

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჟურნალში სტატიების მიღების ბოლო ვადაა: 15 აგვისტო.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტატიაში აუცილებლად უნდა იყოს:

ა. შესავალი; ბ. ძირითადი ნაწილი; გ. კვლევის შედეგი; დ. დასკვნა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

http://www.gttu.edu.ge/ge/volume-of-scientific-works2/volume-of-scientific-works


ყურადღება: წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები არ განიხილება !

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის!

პატივისცემით, საორგანიზაციო კომიტეტი