ბ რ ძ ა ნ ე ბ ა # 01–01/47
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისადმი
თბილისი „ 13 „ სექტემბერი 2011 წ.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსის გამოცხადების შესახებ:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის კონკურსის ჩატარების წესის 1 მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. 2011 წლის 16 სექტემბერს გამოცხადდეს ღია კონკურსი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის 4 ( ოთხი) წლის ვადით დასაკავებლად, კონკურსის შედეგების დამტკიცების დღიდან.
2. კონკურსის მონაწილეების საბუთების მიღება იწარმოოს 2011 წლის 19 ოქტომბრიდან 2011 წლის 03 ნოემბრის ჩათვლით ყოველდღიურად შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 16 საათამდე. კონკურსი ჩატარდება 2011 წლის 05 დეკემბერს, კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საუნივერსიტეტო სააპელაციო კომისიაში 3 დღის ვადაში. კონკურსი დასრულდეს და საბოლოო შედეგები გამოქვეყნდეს 2011 წლის 09 დეკემბერს
3. კონკურსის საფუძველზე უნივერსიტეტში არჩეული იქნება 1 აკადემიური პერსონალი – 1 სრული პროფესორი;
ა. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე 1 აკადემიური პერსონალი
1 სრული პროფესორი
კერძოდ:
- ბიზნესის მართვის კათედრაზე
1 სრული პროფესორი
4 . სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში
მონაწილეობისათვის აუცილებელია:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- მოტივაცია, დასაბუთება სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად (1–2 გვერდზე, AcadNusx. – 12, 1,5 ინტერვალით);
- მიმართულების განვითარების პროგრამა და დისციპლინის სწავლების კონცეფცია ბაკალავრიატსა და მაგისტრატურის დონეების მიხედვით (3-4 გვერდზე, acadnusx. – 12, 1,5 ინტერვალით);
- სასწავლო სამეცნიერო პროგრამები (სილაბუსები, სწავლების მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნების გზები)
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
სასურველია კონკურსანტმა წარმოადგინოს:
- ბოლო სამი წლის განმავლობასი საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო)
5. ყველა კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- ავტობიოგრაფია;
- საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობა და 2 (ორი) ასლი;
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (დედანი და ასლი);
- ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით (3X4);
- ცნობა სამსახურიდან შრომის სტაჟის შესახებ ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან.
6. მამაკაცებმა 27 წლამდე უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი.
7. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე; უნივერსიტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას; საქართველოს პერიოდულ პრესაში.
რექტორი გიორგი მათიაშვილი