განცხადებები
ბრძანება # 01-01/38
ბრძანება # 01-01/38
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისადმი
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ:
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის, გთსუ–ის წესდების მე–5 მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის კონკურსის ჩატარების წესის 1 მუხლის და აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი #11–ის ამონაწერის საფუძველზე:
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- 2011 წლის 06 ივლისს გამოცხადდეს ღია კონკურსი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის 4 (ოთხი) წლის ვადით დასაკავებლად, კონკურსის შედეგების დამტკიცების დღიდან.
- კონკურსის მონაწილეების საბუთების მიღება იწარმოოს 2011 წლის 08 აგვისტოდან 2011 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღიურად შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 15 საათამდე. კონკურსი ჩატარდება 2011 წლის 26 სექტემბერს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საუნივერსიტეტო სააპელაციო კომისიაში 3 დღის ვადაში. კონკურსი დასრულდეს და საბოლოო შედეგები გამოქვეყნდეს 2011 წლის 30 სექტემბერს.
- კონკურსის
საფუძველზე უნივერსიტეტში არჩეული იქნება 1 აკადემიური
პერსონალი: 1 სრული პროფესორი
- ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე
- ბიზნესის მართვის კათედრაზე
1 სრული პროფესორი
4 . სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში
მონაწილეობისათვის აუცილებელია:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- მოტივაცია სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად (1-2 გვერდზე, acadNusx - 12, სტრიქონებს შორის 1,5 ინტერვალით);
- დისციპლინის/ების სწავლების კონცეფცია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დონეების მიხედვით (3-4 გვერდზე acadNusx - 12, 1,5 ინტერვალით);
- სილაბუსები;
- გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომთა სია და უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების დედანი ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი
სასურველია კონკურსანტმა წარმოადგინოს
- ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო დონეების მიხედვით)
- სტაჟირების/ ტრეინინგების/ კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები.
5. ყველა კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- ავტობიოგრაფია;
- საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობა და 2 (ორი) ასლი;
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (დედანი და ასლი);
- ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით (3X4);
- ცნობა სამსახურიდან შრომის სტაჟის შესახებ ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან.
6. მამაკაცებმა 27 წლამდე უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი.
7. ინფორმაცია კონკურსის შესახებ გამოქვეყნდეს საქართველოს პერიოდულ პრესაში.
8. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
რექტორი გიორგი მათიაშვილი