განცხადებები

ბრძანება № 01-01/77

29 დეკემბერი 2010

ბრძანება 01-01/77

 გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისადმი

 ქ. თბილისი                                                                                           “29 “  დეკემბერი  2010 წ.


საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010 წ.  10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით  დამტკიცდა უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო, რომლითაც  განისაზღვრა  მიმართულებების, დარგების/სპეციალობებისა და ქვედარგების/სპეციალიზაციების ჩამონათვალი, აგრეთვე კვალიფიკაციების ფორმირების წესი.

შესაბამისად, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სავალდებულოა განხორციელდეს შინაგანაწესის, მისიის, დებულებების, სასწავლო გეგმების, პროგრამების, აგრეთვე სხვა სამუშაო დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა ზემოაღნიშნულ დოკუმენტთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე ვბრძანებ:

  1. დაევალოს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსს, ბატონ ლევან დოღონაძეს უნივერსიტეტის ქვენორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და /ან დამატებების შეტანა.
  2. დაევალოთ: ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის მ/შ ქალბატონ თალიკო ჟვანიას; სამართლის ფაკულტეტის დეკანს ბატონ შენგელი ფიცხელაურს; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს ბატონ თემურ ჟღენტს; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ქ–ნ ლალი ჩაგელიშვილს, უნივერსიტეტის პროგრამებსა და სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანა ზემოაღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრული მიმართულებების, დარგების / სპეციალობებისა და ქვედარგების /სპეციალიზაციების გათვალისწინებით. 
  3. დაევალოთ: ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის მ/შ ქალბატონ თალიკო ჟვანიას; სამართლის ფაკულტეტის დეკანს ბატონ შენგელი ფიცხელაურს; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს ბატონ თემურ ჟღენტს აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად მოაწესრიგონ კურსდამთავრებულთა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) პირადი საქმეები, ახალი კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული სპეციალობების მიხედვით დიპლომების  გასაცემად.
  4. დაევალოს უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათ სახელმძღვანელო დოკუმენტაციაში განახორციელოს  ის ცვლილებები, რომლებიც სავალდებულოა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან შესაბამისობისთვის.
  5. ამ ბრძანების  №1 , №3,  №4  ად № 5 პუნქტების შესრულებისათვის განისაზღვროს 3 კვირის ვადა ბრძანების გამოცემიდან.
  6. ამ ბრძანების №2 პუნქტის შესრულებისათვის განისაზღვროს ვადა 2011 წლის 5 მაისამდე.
  7. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს გთსუ–ის რექტორის მოადგილეს  ქალბატონ მაია უკლებას.
  8. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და დაეგზავნოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.

საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წ. 10 დეკემბრის № 120/ნ ბრძანება.

 

 

რექტორი                                                                                                             გიორგი მათიაშვილი