განცხადებები

ბრძანება № 01-01/69

9 დეკემბერი 2010
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  # 01 – 01/69

გურამ თავართქილაძის სასწავლო  უნივერსიტეტისადმი



ქ. თბილისი                                                                                                         09 დეკემბერი 2010 წ.

 
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსის გამოცხადების  ბრძანებაში
ცვლილებების შეტანის შესახებ:

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის კონკურსის ჩატარების წესის 1 მუხლის საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. შევიდეს ცვლილება 2010 წლის 30 ნოემრის # 01-01/63 ბრძანებაში და ბრძანების მე–3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    კონკურსის საფუძველზე  უნივერსიტეტში არჩეული იქნება 12 აკადემიური პერსონალი: 5 სრული პროფესორი; 7 ასოცირებული პროფესორი.
  2. მე - 3 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ა. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე

    ბიზნესის მართვის და ეკონომიკის კათედრაზე


    • 1  სრული პროფესორი ( სპეციალობა – ეკონომიკა)
    • 3 ასოცირებული პროფესორი (2 სპეციალობა – მარკეტინგი; 1 სპეციალობა – ფინანსები)

  3. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
  4. ინფორმაცია კონკურსის შესახებ გამოქვეყნდეს საქართველოს პერიოდულ პრესაში.

საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი # 6 – ის ამონაწერი (08.12.2010 წ.).


გიორგი მათიაშვილი
რექტორი, პროფესორი