Announcements
ბრძანება # 01 – 01/69
14 December 2010
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა # 01 – 01/69
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისადმი
ქ. თბილისი 09 დეკემბერი 2010 წ.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისადმი
ქ. თბილისი 09 დეკემბერი 2010 წ.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსის გამოცხადების ბრძანებაში
ცვლილებების შეტანის შესახებ:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის კონკურსის ჩატარების წესის 1 მუხლის საფუძველზე
ვბრძანებ:
- შევიდეს ცვლილება 2010 წლის 30 ნოემრის # 01-01/63 ბრძანებაში და ბრძანების მე–3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
კონკურსის საფუძველზე უნივერსიტეტში არჩეული იქნება 12 აკადემიური პერსონალი: 5 სრული პროფესორი; 7 ასოცირებული პროფესორი. - მე - 3 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე
ბიზნესის მართვის და ეკონომიკის კათედრაზე
1 სრული პროფესორი ( სპეციალობა – ეკონომიკა)
3 ასოცირებული პროფესორი (2 სპეციალობა – მარკეტინგი; 1 სპეციალობა – ფინანსები) - აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
- ინფორმაცია კონკურსის შესახებ გამოქვეყნდეს საქართველოს პერიოდულ პრესაში.
საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი # 6 – ის ამონაწერი (08.12.2010 წ.).
გიორგი მათიაშვილი
რექტორი, პროფესორი