განცხადებები
ბრძანება № 01-01/09
23 თებერვალი 2011
ბრძანება # 01-01/09
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისადმი
ქ. თბილისი “ 23 “ თებერვალი 2011 წ.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ:
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის, გთსუ–ის წესდების მე–5 მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის კონკურსის ჩატარების წესის 1 მუხლის და აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი #8–ის საფუძველზე:
ვბრძანებ:
- 2011 წლის 24 თებერვალს გამოცხადდეს ღია კონკურსი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის 4 (ოთხი) წლის ვადით დასაკავებლად, კონკურსის შედეგების დამტკიცების დღიდან.
- კონკურსის მონაწილეების საბუთების მიღება იწარმოოს 2011 წლის 25 მარტიდან 2011 წლის 11 აპრილის ჩათვლით, ყოველდღიურად შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 16 საათამდე. კონკურსი ჩატარდება 2011 წლის 13 მაისს, საფაკულტეტო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საუნივერსიტეტო სააპელაციო კომისიაში 3 დღის ვადაში. კონკურსი დასრულდეს და საბოლოო შედეგები გამოქვეყნდეს 2011 წლის 18 მაისს.
- კონკურსის
საფუძველზე უნივერსიტეტში არჩეული იქნება 5
აკადემიური პერსონალი: 2 სრული პროფესორი; 3
ასოცირებული პროფესორი;
მათ შორის:
ა. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე
ბიზნესის მართვის და ეკონომიკის კათედრაზე
- 1 სრული პროფესორი
ბ. სამართლის ფაკულტეტზე
საჯარო სამართლის კათედრაზე
- 1 სრული პროფესორი
- 2 ასოცირებული პროფესორი
გ. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე
- 1 ასოცირებული პროფესორი
- სრული პროფესორის აკადემიური
თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- მოტივაცია სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად (1-2 გვერდზე, acadNusx - 12, სტრიქონებს შორის 1,5 ინტერვალით);
- დისციპლინის/ების სწავლების კონცეფცია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დონეების მიხედვით (3-4 გვერდზე acadNusx - 12, 1,5 ინტერვალით);
- სილაბუსები;
- გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომთა სია და უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების დედანი ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი.
სასურველია კონკურსანტმა წარმოადგინოს
- ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო დონეების მიხედვით)
- სტაჟირების/ტრეინინგების/კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები.
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში
მონაწილეობისათვის აუცილებელია:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- დისციპლინის/ების სწავლების კონცეფცია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დონეების მიხედვით (3-4 გვერდზე acadNusx - 12, 1,5 ინტერვალით);
- სილაბუსები;
- გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომთა სია და უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების დედანი ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი.
სასურველია კონკურსანტმა წარმოადგინოს
- ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო დონეების მიხედვით)
- სტაჟირების/ტრეინინგების/კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები.
- ყველა კონკურსანტი ვალდებულია
წარმოადგინოს:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- ავტობიოგრაფია;
- საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობა და 2 (ორი) ასლი;
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (დედანი და ასლი);
- ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით (3X4);
- ცნობა სამსახურიდან შრომის სტაჟის შესახებ ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან.
- მამაკაცებმა 27 წლამდე უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი.
- აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ გამოქვეყნდეს საქართველოს პერიოდულ პრესაში.
გიორგი
მათიაშვილი
რექტორი