Announcements

ბრძანება № 01-01/09

23 February 2011
ბრძანება # 01-01/09

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისადმი

 ქ. თბილისი                                                                                                                 “ 23 “ თებერვალი 2011 წ.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ:

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9  მუხლის, გთსუ–ის წესდების მე–5 მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის კონკურსის ჩატარების წესის 1 მუხლის და აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი #8–ის საფუძველზე:

ვბრძანებ:

  1. 2011 წლის 24 თებერვალს გამოცხადდეს ღია კონკურსი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის 4 (ოთხი) წლის ვადით დასაკავებლად, კონკურსის შედეგების დამტკიცების დღიდან.
  2. კონკურსის მონაწილეების საბუთების მიღება იწარმოოს 2011 წლის 25 მარტიდან 2011 წლის 11 აპრილის ჩათვლით, ყოველდღიურად შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 16 საათამდე. კონკურსი ჩატარდება 2011 წლის 13 მაისს, საფაკულტეტო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საუნივერსიტეტო სააპელაციო კომისიაში 3 დღის ვადაში. კონკურსი დასრულდეს და საბოლოო შედეგები გამოქვეყნდეს 2011 წლის 18 მაისს.
  3. კონკურსის საფუძველზე უნივერსიტეტში არჩეული იქნება 5 აკადემიური პერსონალი: 2 სრული პროფესორი; 3 ასოცირებული პროფესორი;

    მათ შორის:


    ა.
    ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე


    ბიზნესის მართვის და ეკონომიკის კათედრაზე

    • 1 სრული პროფესორი

    ბ. სამართლის ფაკულტეტზე


    საჯარო სამართლის კათედრაზე

    • 1 სრული პროფესორი
    • 2 ასოცირებული პროფესორი

    გ. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე


    საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე

    • 1 ასოცირებული პროფესორი

  4. სრული  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
    • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
    • სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
    • მოტივაცია სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად (1-2 გვერდზე, acadNusx - 12, სტრიქონებს შორის 1,5  ინტერვალით);
    • დისციპლინის/ების სწავლების კონცეფცია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დონეების მიხედვით (3-4 გვერდზე acadNusx - 12, 1,5 ინტერვალით);
    • სილაბუსები;
    • გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომთა სია და უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების დედანი ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი.

    სასურველია კონკურსანტმა წარმოადგინოს

    • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი
    • მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო დონეების მიხედვით)
    • სტაჟირების/ტრეინინგების/კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები.

  5. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
    • დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
    • სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
    • დისციპლინის/ების სწავლების კონცეფცია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დონეების მიხედვით (3-4 გვერდზე acadNusx - 12, 1,5 ინტერვალით);
    • სილაბუსები;
    • გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომთა სია და უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების დედანი ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი.

    სასურველია კონკურსანტმა წარმოადგინოს

    • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი
    • მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო დონეების მიხედვით)
    • სტაჟირების/ტრეინინგების/კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები.

  6. ყველა კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს:
    • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
    • ავტობიოგრაფია;
    • საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობა და 2 (ორი) ასლი;
    • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (დედანი და ასლი);
    • ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით (3X4);
    • ცნობა სამსახურიდან შრომის სტაჟის შესახებ ან  ამონაწერი შრომის წიგნაკიდან.

  7. მამაკაცებმა 27 წლამდე უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი.
  8. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ გამოქვეყნდეს საქართველოს პერიოდულ პრესაში.

 

გიორგი მათიაშვილი
რექტორ