ახალი ამბები

ვიზიტი აშშ და საგანმანათლებლო პროგრამაში შეტანილი სიახლეები

10 ნოემბერი 2022

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, ,,მედია განათლების პროგრამის“ ფარგლებში, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საგანამანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე ვეკუა აშშ იმყოფებოდა.

აღნიშნულ პროექტში საქართველოში მოქმედი თერთმეტი უმაღლესი სასწავლებლის თერთმეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

რაც შეეხება ამერიკულ მხარეს, ქართველ კოლეგებს აშშ-ის ექვსი უმაღლესი სასწავლებლის(Illinois st. University; De Paul University; Loyola University; Northwestern University; Columbia College; Aurora University) ოცდახუთი სპიკერი უწევდა მასპინძლობას.

სწორედ აშშ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად ქალბატონი მარინე ვეკუას შეხვედრა გთუნის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.

ქალბატონი მარინე ვეკუას თქმით, ამერიკელი კოლეგებისაგან ბევრი საინტერესო სიახლე გაიგეს, მოისმინეს რჩევები და რეკომენდაციები საგანმანათლებლო პროგრამების შედგენის, სტრუქტურული წყობისა და განხორციელების მექანიზმების თაობაზე. თავის მხრივ, ამერიკელ კოლეგებს, ქართველმა სპეციალისტებმაც გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, მოსაზრებები და ხედვები პროგრამების გადახალისებისა და საინტერესო დეტალებით გამდიდრების თაობაზე.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამას უკვე დაემატა სასწავლო კურსი „ციფრული მედია“; სასწავლო კურსებს „სატელევიზიო და რადიო გადაცემები“ დაემატა ახალი თემა „სამაუწყებლო პროდუქტის მომზადება ონლაინ ტვ/რადიო პლატფორმებისათვის; სხვადასხვა სასწავლო კურსში გამრავალფეროვნდა დავალებები. პროექტის ფარგლებშივე იგეგმება საქართელოს მაგალითზე ჩატარდეს ერთობლივი კვლევა სახელწოდებით „ჟურნალისტური განათლებისა და მედიაბაზრის შესაბამისობა“.

ამერიკელი კოლეგების საპასუხო ვიზიტი მიმდინარე წლის დეკემბრის თვეშია დაგეგმილი.