ახალი ამბები

ვირტუალური ვიზიტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსრუმში

27 მაისი 2022

დღეს, 2022 წლის 27 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა მარიამ შალიკაშვილმა ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს, ვირტუალური ვიზიტის ფორმატში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსრუმში უმასპინძლა.

როგორ მუშაობს ახალი ამბების სამსახური; როგორ მზადდება სატელევიზიო სიუჟეტი; როგორ ხორციელდება პირდაპირი ჩართვა; როგორ ემზადებიან ეთერში გასასვლელად და ა. შ.

ასეთი იყო დღეს სატელევიზიო სივრცეში მოგზაურობის ძირითადი თემები და საკითხები.

ვირტუალური ვიზიტის მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.