ახალი ამბები

ვებინარი: ,,UNDP-ის მისია საქართველოში“

17 მარტი 2022

დღეს, 17 მარტს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, კიდევ ერთი საინტერესო ვებინარი ჩატარდა - ,,UNDP-ის მისია საქართველოში.

ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი ქეთევან უკლება - საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ვებინარზე სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე როგორიცაა:

  • გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მისია და საქართველოში საქმიანობის ისტორიის მოკლე მიმოხილავა;
  • ხელშეწყობა საქმიანობის ოთხ ძირითად სფეროში;
  • მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები.

საუბრის დასრულების შემდეგ სპიკერმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.