ახალი ამბები

ვებინარი: შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა

25 ოქტომბერი 2021

დღეს, 2021 წლის 25 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით კიდევ ერთი საინტერესო ვებინარი ჩატარდა.

ვებინარის თემა იყო შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა“.

ვებინარის მიმდინარეობის განმავლობაში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, მოესმინათ და მიეღოთ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვისა და მართვის ორგანიზება; საკანონმდებლო ბაზა და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები.

ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი მარიამ ქადარია - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ტრენერი, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.