ახალი ამბები

ვებინარი: როგორ მუშაობს ახალი ამბების სამსახური

18 ივნისი 2021

დღეს, 18 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, კიდევ ერთი საინტერესო ვებინარი ჩატარდა.

ვებინარის სპიკერები იყვნებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის ჟურნალისტები მარიკა შალიკაშვილი და თეონა ხუბულავა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა სტუდენტებსა და ჟურნალისტიკის სპეციალობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, დაწვრილებით ესაუბრნენ ახალი ამბების მომზადებისა და თავად ახალი ამბების სამსახურის სპეციფიკის თაობაზე.

შეხვედრის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა უპასუხეს სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.