დღეს, 2022 წლის 1 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, აბიტურიენტებისთვის ჩატარდა ვებინარი სახელწოდებით ,,რას ნიშნავს აბიტურიენტობა"?
ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი ნინი ჯამბურია.
ვებინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა:
- რას ნიშნავს აბიტურიენტობა;
 - როგორ უნდა მოემზადო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის;
 - ჩასაბარებელი საგნები და რომელი საგნის ჩაბარებაა პრიორიტეტული;
 - სად შეიძლება მოიძიო მასალები და საგამოცდო რესურსები;
 - ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების თაობაზე;
 - საგამოცდო ბარიერი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
 
გთუნის აბიტურიენტებისათვის მომავალშიც არაერთ საინტერესო აქტივობას გეგმავს.





