ახალი ამბები

ვებინარი: Korean Wave მუსიკალური სუბკულტურა

5 მაისი 2022

დღეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა კიდევ ერთ ძალზედ საინტერესო ვებინარის ,,Korean Wave მუსიკალური სუბკულტურა“ მონაწილეებს უმასპინძლა.

ვებინარი სპეციალურად თინეიჯერებისთვის იყო ორგანიზებული და მას უძღვებოდა კორეიდან მოწვეული ლექტორი მილან ლიი.

K-pop (keɪ pɔp) ეს არის მუსიკალური ჟანრი, რომელიც სამხრეთ კორეაში წარმოიშვა და იგი აერთიანებს ელექტროპოპის, ჰიპ-ჰოპის, საცეკვაო მუსიკის და ბლუზის ელემენტებს.

K-pop გახდა მასშტაბური მუსიკალური სუბკულტურა მილიონობით თაყვანისმცემლით მთელი მსოფლიოს ახალგარზდებს შორის.

K-pop — არ არის მხოლოდ მუსიკა. იგი გადაიზარდა მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებში გავრცელებულ სუბკულტურად, რომელიც ქმნის დაინტერესებას სამხრეთ კორეული მოდისა და სტილის მიმართ, ხოლო ინტერნეტის დახმარებითა და კეი-პოპის ციფრული კონტენტისა და ხელმისაწვდომობით ფართო აუდიტორიამდე მიაღწია.

შეხვედრის სალექციო ნაწილის დასრულების შემდეგ სპიკერმა მსმენელთა დასმულ შეკითხვებს უპასუხა.