ახალი ამბები

ვებინარი: კომერციული ავიაცია და მისი გამოწვევები პანდემიასა და სხვა კრიზისულ სიტუაციებში

1 აპრილი 2022

დღეს, 2022 წლის 1 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ძალზე საინტერესო ვებინარი ჩატარდა.

ვენიბარის თემა იყო: ,,კომერციული ავიაცია და მისი გამოწვევები პანდემიასა და სხვა კრიზისულ სიტუაციებში.

ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი: თამუნა თანდაშვილი - საავიაციო ასოციაცია ,,ავიაკომუნიკატორის" და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სპიკერმა ისაუბრა ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

  • ინდუსტრიის ანალიზი;
  • ტურიზმისა და ავიაციის სფეროების გავლენა ტურიზმის ჯაჭვში ჩართულ სხვა ინდუსტრიებზე;
  • ციფრული ტექნოლოგიები კომერციულ ავიაციაში - როგორ შევარჩიოთ და განვავითაროთ ავიამიმართულებები.

საუბრის დასრულების შემდეგ სპიკერმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.