ახალი ამბები

ვებინარი: კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის სოციალურ-ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე

30 ნოემბერი 2021

2021 წლის 30 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, კიდევ ერთი საინტერესო ვებინარი სახელწოდებით „კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის სოციალურ-ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე ჩატარდა.

ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი: მედეა ინაშვილი - ექსპერტი კლიმატის ცვლილების სფეროში; გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წამყვანი ექსპერტ-რევიუერი; საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის (LT LEDS) პროექტის გუნდის ხელმძღვანელი.

ვებინარზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე როგორიცაა:

  • კლიმატის ცვლილებების შედეგები მსოფლიოში, მათი გავლენა ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიაზე, ეკონომიკასა და ეკოსისტემაზე, ნებასა და კეთილდღეობაზე;
  • ხელმისაწვდომობა საკვებზე, წყალსა და სხვა რესურსებზე;
  • დიდი ქალაქების განსაკუთრებული პრობლემები;
  • რა არის კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია, რა კეთდება ამ მიმართულებით მსოფლიოში და რა პრობლემებია საქართველოში.