ახალი ამბები

ვებინარი: ინკლუზიური განათლებიდან ინკლუზიურ საზოგადოებამდე

9 ნოემბერი 2021

დღეს, 2021 წლის 9 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის კიდევ ერთი საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ვებინარის თემა იყო ,,ინკლუზიური განათლებიდან ინკლუზიურ საზოგადოებამდე.

ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი ეკა ნინოშვილი - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი; დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტი; ტრენერი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკი მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.

მსმენელებმა მიიღეს პასუხები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა:

  • ინკლუზიური განათლების ძირითადი ღირებულებები;
  • გარიყულობის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები;
  • თანატოლთა ურთიერთგავლენა ინკლუზიურ განათლებაში;
  • მეგობრობის შენება და მხარდაჭერა;
  • მნიშვნელოვანი მიდგომები და ინსტრუმენტები.