ახალი ამბები

ვებინარი: გლობალიზაციის გამოწვევები - HR მენეჯერი თანამედროვე კომპანიებში

19 ნოემბერი 2021

დღეს, 2021 წლის 19 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, კიდევ ერთი საინტერესო ვებინარი სახელწოდებით გლობალიზაციის გამოწვევები - HR მენეჯერი თანამედროვე კომპანიებში ჩატარდა.

ვებინარს უძღვებოდა ნინი ბაქრაძე - სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსი, ტრენერი ორგანიზაციული კულტურისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში, გთუნ-ის ლექტორი.

სპიკერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა:

  • გლობალიზაცია და თანამედროვე HR;
  • თანამედროვე HR მენეჯერი და თანამედროვე კომპანიები;
  • გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნა;
  • განვითარების ხედვა და ახალი HR იდეები.