ახალი ამბები

ვებინარი: განათლება და გაცვლითი პროგრამები ჩინეთსა და კორეაში

3 აგვისტო 2022

დღეს, 2022 წლის 3 აგვისტოს, გურამ თავართქილაძის სახელობის თვილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით კიდევ ერთი მორიგი ვებინარი სახელწოდებით ,,განათლება და გაცვლითი პროგრამები ჩინეთსა და კორეაში“ ჩატარდა.

აღნიშნული ვებინარის ფარგლებში მოწვეული სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე როგორიცაა:

  • როგორ ჩავერთოთ აზიის წამყვანი ქვეყნების გაცვლით პროგრამებში;
  • განათლების თავისებურებებზე ჩინეთსა და კორეაში;
  • როგორ მოვიპოვოთ სრული დაფინანსება და სასწავლო გრანტი;
  • სტუდენტური ცხოვრება ჩინეთსა და კორეაში;
  • აზიაში მიღებული განათლების პრივილეგიების თაობაზე საერთაშორისო მასშტაბით;
  • სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობების შესახებ აზიის ქვეყნებში და სხვა.

ვებინარმა მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო კითხვები და, შასაბამისად, კვალიფიციური პასუხები.

ვებინარს მოდერატორობას უწევდა ელი ელისაშვილი - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი.