ახალი ამბები

ვებინარი: ფსიქოლოგის რჩევები აბიტურიენტების მშობლებს

30 ივნისი 2021
დღეს, 30 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, აბიტურიენტების მშობლებისათვის ვებინარი ჩატარდა.
ვებინარის თემა იყო ,,ფსიქოლოგის რჩევები აბიტურიენტების მშობლებს".

ვებინარს უძღვებოდა ნანა გოგიჩაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოკონსულტანტი, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სპიკერმა ვრცლად ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში, მშობლის მხრიდან, აბიტურიენტისადმი სწორი ფსიქოლოგიური მხარდაჭრა, წინასაგამოცდო ემოციების რეგულირება და მოტივაციის ამაღლება.