ახალი ამბები

ვებინარი: ფსიქოლინგვისტიკის გამოყენებითი ასპექტები

29 ოქტომბერი 2021

დღეს, 2021 წლის 29 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ინიციატივით, კიდევ ერთი საინტერესო ვებინარი ჩატარდა.

ვებინარის თემა იყო: „ფსიქოლინგვისტიკის გამოყენებითი ასპექტები“.

ვებინარის ფარგლებში საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა:



  • ფსიქოლინგვისტიკის შესწავლის საგანი და კვლევის მეთოდები;
  • ენის ნეიროლოგიური საფუძვლები;
  • ენის ათვისება: მშობლიური ენა, ბილინგვიზმი, მეორე ენის ათვისება;
  • ენა, როგორც საკომუნიკაციო საშუალება.

ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი ქეთევან გენებაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.