ახალი ამბები

ვებინარების ციკლი „პროფესია - ფსიქოლოგი“ დაიწყო

17 მარტი 2022

დღეს, 17 მარტს, დაიწყო ერთობლივი ვებინარების ციკლი „პროფესია - ფსიქოლოგი“.

პროექტის ორგანიზატორები არიან გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და ფსიქოლოგიური ლაბორატორია 1 და კრიმინალური ფსიქოლოგიის სააგენტო.

პროექტი მომზადებულია ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისა და ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირებისათვის.

ვებინარების ციკლს უძღვებიან ახალგაზრდა, წარმატებული და პროფესიონალი ფსიქოლოგები.

დღეს ვებინარების ციკლით გათვალისწინებული პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრას უძრვებოდა მოწვეული სპიკერი ნიკოლოზ ჯოგლიძე.

სამუშაო დღის თემა იყო: „გენდერი და წყვილთაშორისი ურთიერთობები”.

შეგახსენებთ მომდევნო შეხვედრების თემატიკას:

  • კონტაქტი ,,ჯავშნის“ გარეშე - ხატია გოგოლაძე
  • „თამაშდამოკიდებულება და თანმდევი პრობლემები“ - მარიამ სისაური
  • „სამსახურის ძიებაში“ - ნათია ობგაიძე
  • „თანადამოკიდებულება - ცრუ სიყვარული“ - სალომე საბიაშვილი

შეხვედრები ZOOM პლატფორმის გამოყენებით მიმდინარეობს.