ახალი ამბები

უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლეს სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

8 მაისი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლეს სკოლას (ბულგარეთი, პლოვდივი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება სტუდენტთა, აკადემიური პერსონალისა და თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამებისა და პროექტების; ერთობლივი სასწავლო-კვლევითი თანამშრომლობისა და კულტურული აქტივობების განხორციელება; კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების, მოკლევადიანი აკადემიური პროგრამებისა და აკადემიური შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს კვლევითი, სასწავლო მასალების, პუბლიკაციებისა და აკადემიური ინფორმაციების გაცვლას; სტუდენტური ნაშრომების ზედამხედველობასა და მათ განხილვაში მონაწილეობის მიღებას; პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვასა და სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებას.