ახალი ამბები

ურეკი 2017: საპატიო მეორე ადგილი

18 სექტემბერი 2017

წელს დაბა ურეკში, საზაფხულო უნივერსიადის ფარგლებში, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ფეხბურთელთა გუნდმა ქვიშის ფეხბურთის ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა.

ფინალში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდნენ და ანგარიშით 2 : 3 საპატიო მეორე ადგილით დაკმაყოფილდნენ.

ვულოცავთ ჩვენი უნივერსიტეტის ფეხბურთელთა გუნდის თითოეულ წევრს ამ წარმატებას.