კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

უნივერსიტეტი პოლონელ სტუმრებს მასპინძლობდა

19 სექტემბერი 2011

2011 წლის 19 სექტემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა პოლონეთის საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტი ვლადიმირ ბრიხი მიიღო.

უნივერსიტეტის რექტორმა პოლონელ სტუმარს უმაღლესი სასწავლებლის შექმნის ისტორიის, უნივერსიტეტში მოქმედი ფაკულტეტების, სასწავლო პროცესის, სასწავლებელში განხორციელებული სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოუთხრო.

თავის მხრივ ბატონმა ბრიხმა მასპინძლებს პოლონეთის საარბიტრაჟო
სასამართლოს საქმიანობა გააცნო და დაგროვილი გამოცდილებაც გაუზიარა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქართველი და პოლონელი სტუდენტების ინტერესთა თანხვედრისა და ცოდნის გაღრმავების თაობაზე, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.

შემდგომ სტუმრებმა უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკის ახალი შენობა, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კრიმინალისტიკის, ტელე და რადიო ლაბორატორიები დაათვალიერეს და მაღალი შეფასება მისცეს უნივერსიტეტში დამკვიდრებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შერწყმის მეთოდიკას.