ახალი ამბები

უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

14 ივლისი 2021

დღეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში წიგნის - „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვანელოს თანაავტორია პროფესორი გივი ლობჟანიძე - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, გენერალი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი.

სახელმძღვანელოს გამოცემის მიზანია, მისცეს სტუდენტებს სპეციალური ცოდნა საგარეო ურთიერთობათა სფეროში.

წიგნში გადმოცემულია საერთაშორისო ურთიერთობათა სხვადასხვა ორგანოს შექმნისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა საქმიანობა, საერთაშორისო პრინციპებთან ერთად, დიპლომატიური და საკონსულო სამართლით რეგულირდება.

სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ასევე დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ:

გიორგი კვესიტაძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი; როინ მეტრეველი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი; შოთა ფაფიაშვილი - პროფესორი; იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; მალხაზ ბაძაღუა - სამართლის დოქტორი; პროფესორი; საქართველოს კრიმინოლოგთა აკადემიის პრეზიდენტი; დავით გოცირიძე - ფსიქოლინგვისტიკის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე; პროფესორი; ლია ადეიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; სერგო ჭელიძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი; ასევე ბაღათერ არაბული და თემურ ჩალაბაშვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა...