ახალი ამბები

უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

9 მარტი 2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, ბიბლიოთეკა, სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები, დერეფნები და თანამშრომელთა სამუშაო სივრცე.