ახალი ამბები

უნივერსიტეტში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნა

21 მარტი 2016

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა.

ამ თარიღთან დაკავშირებით გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა მოეწყო.

მრგვალი მაგიდის სამუშაო თემა იყო „მედიაგანათლება და თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის განვითარების ტენდენციები“.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მედიასკოლების პროფესურა, ასევე გაზეთ „რეზონანსის“, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ რედაქტორები და მოქმედი ჟურნალისტები.

ამავე დღეს უნივერსიტეტის ფოიეში მოექყო ამ თარიღისადმი მიძღვნილი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ნამუშევრების საქველმოქმედო შემოქმედებითი გამოფენა-გაყიდვა „მე ეს შემიძლია“.