ახალი ამბები

უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

27 დეკემბერი 2021
დღეს, 27 დეკემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, სისხლის სამართლის ასოციაციის სისხლის სამართლის ორკვირიანი კურსის მონაწილეებისათვის, იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.

იმიტირებულ პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ხმათა უმრავლესობით ბრალდებული ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან.

იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროცესის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.