ახალი ამბები

უნივერსიტეტში იმიტირებული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

22 ივნისი 2021

დღეს, 22 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის ასოციაციის მიერ ორგანიზებული სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსის მონაწილეებმა იმიტირებული საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს.

იმიტირებული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა როგორც უნივერსიტეტის შიდა, ასევე ღია სივრცეში.
საგამოძიებო მოქმედებებს თვალყურს ადევნებდა უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი ექსპერტი დავით ჩაგანავა, რომელიც კონკრეტულ მითითებებს აძლევდა პრაქტიკული კურსის მონაწილეებს.
საგამოძიებო მოქმედებებით დაინტერესებული პირების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სტაჟიორებმა საგამოძიებო პროცესისადმი დიდი ინტერესი გამოავლინეს და წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.