ახალი ამბები

უნივერსიტეტში ჰოლანდიელი პროფესორების ლექციათა კურსი დაიწყო

24 აპრილი 2017

დღეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ჰოლანდიელი პროფესორების მონაწილეობით სალექციო კურსები დაიწყო.

ჰოლანდიელი სპეციალისტები ინჰოლანდის უნივერსიტეტს წარმოადგენენ და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში სტუმრობენ.

სამუშაო დღე ინჰოლანდის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩერეკ ბუსტრამ და სარა დუკელმა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრით დაიწყეს. შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორთა კრების თავმჯდომარე ლია თავართქილაძე, სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შენგელი ფიცხელაური, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გელა ალადაშვილი, სოციალურ მეცნიერებათ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინე ვეკუა, პარტნიორთა კრებისა და რექტორის აპარატის უფროსი, პროფესორი სოფიკო თევდორაძე, საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსი, პროფესორი ინგა დიაკონიძე.

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, სასწავლო ლაბორატორიები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

სალექციო კურსს დღეს პროფესორი ჩერეკ ბუსტრა გახსნის. მისი ლექციის თემა იქნება „ინტერკულტურული კომუნიკაციები“.

სალექციო დღის დასრულების შემდეგ ჰოლანდიელი პროფესორები სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ხვალ, 25 აპრილს სალექციო კურსს პროფესორი სარა დუკელი წარუძღვება. ლექციის თემა იქნება „ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციები“.

ჰოლანდიელი პროფესორები საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლომდე დარჩებიან.