ახალი ამბები

უნივერსიტეტში გერმანელი პროფესორის ლექციათა ციკლი დაიწყო

14 ნოემბერი 2017

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გერმანელი პროფესორის რაინჰარდ პაულინგი ლექციების ციკლი დაიწყო.

ლექციის თემაა: "ევროკავშირის სამართალი".

ეს ლექციების ციკლის პირველი ნაწილია და მეორე ნაწილი მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება.

სტუდენტები შეისწავლიან ევროკავშირის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, კომპეტენციებს, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი ნორმების ერთობლიობას, მიღებული გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების უზრინველყოფის საშუალებებსა და სხვა.

ლექციების ციკლის პირველი ნაწილი მიმდინარე წლის 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.