ახალი ამბები

უნივერსიტეტში ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

3 დეკემბერი 2014

2014 წლის 2 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ირაკლი რობაქიძისა და თამარ თაგვაძის დოკუმენტური ფილმის „იქ ცა და მიწა ერთდება“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები დაესწრნენ.

ფილმი დოკუმენტურ მასალას ეფუძნება და მასში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II წმიდა მიწაზე მოგზაურობაზე მოგვითხრობს.

პრეზენტაციის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა.

ამ დღეებში „SANO MULT MEDIA“ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ფილმის სასაჩუქრე DVD ვერსია გამოსცა.