ახალი ამბები

უნივერსიტეტში EBSCO ელექტრონული ბაზების პრაქტიკული გამოყენების ტრენინგი ჩატარდა

6 დეკემბერი 2017

2017 წლის 5 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და დაინტერესებული პირებისათვის EBSCO - ს ელექტრონული ბაზების პრაქტიკული გამოყენების ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის მიზანი იყო მომხმარებლისათვის EBSCO Package-ში გაერთიანებული ელექტრონული ბაზების გაცნობა, გამოწერა და პრაქტიკული გამოყენების შესწავლა.

ტრენინგის მონაწილეები დაწვრილებით შეეხნენ ისეთ თემებს, როგორიცაა საბაზისო და გაფართოებული ძიება, სრული ტექსტების გაცნობა, პერსონალური საქაღალდის შექმნა და მასალის შენახვა, ელექტრონული წიგნების მოძიება და ჩამოტვირთვა, ასევე დამხმარე მასალის გაცნობა.

ტრენინგს უძღვებოდა EBSCO - ს ტრეინერი მირკა მალვა.