ახალი ამბები

უნივერსიტეტსა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

27 თებერვალი 2023

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, GTUNI-ს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი.

სიამაყით გაცნობებთ, რომ GTUNI-ს სასწავლო პროგრამის: ბუღალტრული აღრიცხვის; ფინანსური აღრიცხვის და მენეჯერული აღრიცხვის სილაბუსები თანხვედრაშია ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის (ACCA) საბაზისო დონის მოდულებთან F1, F2 და F3.

ეს გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ GTUNI-ს ბიზნესის ადმინისტრირების კურსდამთავრებულებს BAF-მა ჩაუთვალოს უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული კრედიტები შესაბამის კურსებში; ტურიზმის პროგრამის ფარგლებში კი - F1 და F2 დონეები.

GTUNI მადლობას უხდის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას თანამშრომლობისთვის.