ახალი ამბები

უნივერსიტეტმა პოეზიის მოყვარულებს უმასპინძლა

15 ივნისი 2023

2023 წლის 15 ივნისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, სტუდენტებს, პოეტებს, მუსიკოსებს და პოეზიის მოყვარულებს უმასპინძლა.

,,პოეზიის დღე - 2023 დედაქალაქის მერიის დაფინანსებით ჩატარდა.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ნათია აბულაძე - პოეტი და ბესო ჩუბინიძე - პიარ მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში ჩართულნი იყვნენ გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა - თაია ლურსმანაშვილმა საკუთარი ლექსი წაიკითხა დამსწრე საზოგადოების წინაშე.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ვიქტორინა და გათამაშდა წიგნები.


იხილეთ ფოტოგალერეა...