ახალი ამბები

უნივერსიტეტმა იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეებს უმასპინძლა

13 ივნისი 2021

დღეს, 13 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში, სისხლის სამართლის 3 კვირიანი პრაქტიკული კურსის მონაწილეებისათვის ორი იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.

სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელისგან მოკლე სალექციო კურსიც მოისმინეს.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ სისხლის სამართლის ასოციაცია/Criminal Law Association-ის ოფიციალურ გვერდზე.


იხილეთ ფოტოგალერეა...