ახალი ამბები

უნივერსიტეტის რექტორი ახალი პროექტის პირველი სტუმარი აღმოჩნდა

10 მაისი 2018

დღეს, 2018 წლის 10 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, ახალი პროექტი „ჩაი ჩვენს ლექტორებთან” დაიწყო.

გთუნის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის ზურა შანშიაშვილის თქმით, „ჩვენი უნივერსიტეტი მართლაც გამოირჩევა პროფესიონალი, მაღალი ზნეობის, კვალიფიკაციისა და საინტერესო წარსულის მქონე ადამიანებით. პროექტის მიზანია, უფრო ახლოს გავიცნოთ და უფრო მეტი გავიგოთ ჩვენი უნივესიტეტისა და ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანების, პიროვნებების შესახებ”.

პროექტის პირველი სტუმარი გთუნის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი აღმოჩნდა.

შეხვედრა გულწრფელ და ორივე მხარისათვის მისაღებ ვითარებაში წარიმართა.

იყო საინტერესო კითხვები, არგუმენტირებული პასუხები.

მსგავსი ხასიათის შეხვედრები ყოველ ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.