ახალი ამბები

უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი ფანART 2016 ფესტივალზე

30 მარტი 2016

2016 წლის 29 მარტს, ფესტივალ „ფანARTის" ფარგლებში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კინოდარბაზში ფოლკლორის საღამო მოეწყო.

კონცერტი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ივერთამ“ გახსნა,

მონაწილეების მიერ შესრულებულ ქართულ-ხალხურ სიმღერებს დარბაზში მსხდომთა მქუხარე აპლოდისმენტები და ფესტივალის კონსულტანტის სვიმონ ჯანგულაშვილის განსაკუთრებული შეფასება მოჰყვა; „გახარებული ვარ როგორც მუსიკოსი. "ფანART"-ი არის მოვლენა, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს თვითგამოხატვისა და სცენაზე დგომის საშუალებას აძლევს“ - აღნიშნა კონსულტანტმა.

სვიმონ ჯანგულაშვილმა საკუთარი არჩევანი შემდგომ ანსამბლებზე შეაჩერა: საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლი „იავნანა“; გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლი; ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ფერხისა“; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის ანსამბლი; გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „ივერთა“; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი „დეკა“.

31 მარტი ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის „ივერთას“ წევრებს ფესტივალის ჟიურისაგან სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

იხილეთ ანსამბლის გამოსვლა:

https://www.youtube.com/watch?v=GK15vxhTv2w

https://www.youtube.com/watch?v=ep92Pf8ylpU

https://www.youtube.com/watch?v=4c8zxcDwBd4

.