ახალი ამბები

უფროსკლასელებისათვის მომზადებული პროფესიული ორიენტაციის პროექტი დასრულდა

16 ივლისი 2021

დღეს, 16 ივლისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ სპეციალურად უფროსკლასელებისათვის მომზადებული პროფესიული ორიენტაციის პროექი საზეიმოდ დაიხურა.

პროექტი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მომავალი პროფესიების შესახებ.

თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ხუთი მიმართულებით მიმდინარეობდა: ბიზნესი, ტურიზმი, ჟურნალისტიკა, სამართალი და ფსიქოლოგია.

პროექტის ფარგლებში, საუნივერსიტეტო ფონდიდან, დაფინანსდა ორი ბიზნეს პროექტი და ტური ძველ თბილისში. ხოლო ისინი, ვისაც გათამაშების შედეგად ბედმა გაუღიმა, უნივერსიტეტის სასწავლო გრანტით დაჯილდოვდნენ; გამოვლინდნენ ჩინეთის საერთაშორიო განათლების ინსტიტუტის მიერ დაწესებული ჩინური ენის შემსწავლელი სამთვიანი კურსის სასწავლო გრანტისა და კარიერული განვითარების ცენტრის სასაუქრე ვაუჩერების მფლობელებიც.


იხილეთ ფოტოგალერეა...