ახალი ამბები

ტურიზმი პანდემიის დროს

14 ოქტომბერი 2020

ასე ერქვა ონლაინ საჯარო ლექციას, რომელიც 2020 წლის 13 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის ჩატარდა.

ლექციას უძღვებოდა ტურისტული კომპანია - „Discover Georgia“-ს დამფუძნებელი/დირექტორი, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) ტურიზმის საგანმანათლებლო კომიტეტის ხელმძღვანელი, დოქტორი ნინა კეკელიძე.

ონლაინ ლექციას, მოქმედი სტუდენტების გარდა, კურსდამთავრებულებიც ესწრებოდნენ.

ნინა კეკელიძემ ისაუბრა ზოგადად ტურიზმსა და ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე მდგარ პრობლემებსა და გლობალურ გამოწვევებზე; ტურიზმის სფეროში პანდემიამდე და პანდემიის მიმდინარეობის პერიოდში შექმნილ ვითარებაზე; სახელმწიფოთა დამოკიდებულებასა და იმ რეგულაციების თაობაზე, რომელთა შესრულებაც აუცილებელია და დღეს საზოგადოებისათვის ერთგვარ ნორმად იქცა კიდეც; ყურადღება გაამახვილა ტურიზმის ინდუსტრიაში თანხების გენერირებაზე, ამ სფეროში მოქმედი კერძო სექტორის ხელშეწყობის აუცილებლობასა და ეკონომიკური ხასიათის იმ აქტივობებზე, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნება დარგის გადარჩნა და აღორძინება.

ონლაინ საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ ნინა კეკელიძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.