ახალი ამბები

წაუგებელი მატჩების სერია გრძელდება

26 მარტი 2022

102 – 72. ასე დასრულდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდსა და კლუბ „მგზავრებს“ შორის გამართული მორიგი კალენდარული მატჩი.

ჩვენი უნივერსიტეტის კალათბურთელების წაუგებელი მატჩების სერია კვლავაც გრძელდება.

დღეს ჩვენმა ბიჭებმა დამაჯერებლად დაამარცხეს სუპერლიგიდან დაქვეითებული გუნდი ,,მგზავრები".

ცხრა ტურის შემდეგ გთუნის კალათბურთელები „ა“ ლიგას 9 მოგებითა და 0 წაგებით ლიდერობენ.