ახალი ამბები

ტრენინგის მონაწილეებს TESOL-ის სერტიფიკატები გადაეცათ

3 თებერვალი 2020

2020 წლის 27 იანვარიდან 31 იანვრის ჩათვლით გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის ენის აკადემიის - IMPERIAL ENGLISH ACADEMY, UK -ის წარმომადგენლებს მასპინძლობდა.

ვიზიტის ფარგლებში ენის ექსპერტი ალისონ ბრინიხელმძღვანელობით ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი განკუთვნილი იყო ინგლისური ენის პედაგოგებისათვის.

TESOL ტრენინგში მონაწილეობდნენ როგორც გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგები, ასევე მოწვეული სტუმრები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ TESOL-ის სერტიფიკატები.

შეგახსენებთ, რომ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთის ენის აკადემიასთან ("Imperial English Academy, UK") თანამშრომლობის ფარგლებში, გთავაზობთ ინგლისური ენის სერტიფიცირებულ ენის კურსებს.

თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეისწავლოთ ინგლისური ენა უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით შექმნილი აპლიკაციის გამოყენებით, რომელიც მოიცავს შესასწავლი მასალის სრულ პაკეტს.

იჩქარეთ კურსებზე მიღება დაწყებულია.

ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 5(77) 18 77 88;

ელ.ფოსტა: inga.diakonidze@gttu.edu.ge

inga@imperial-english.co.uk

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგი ბმული:

https://www.imperial-english.com/gtuni/?fbclid=IwAR0n3AD3GyjdKbkofNeZEEBii20NjZ5yv3Lx0gJQaZ2kX7HXTvvGK1pFJA8#