ახალი ამბები

ტრენინგი თემაზე: ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი

6 დეკემბერი 2019

დღეს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით ტრენინგი სახელწოდებით ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველიჩატარდა.

ტრენინგს უძღვებოდა ირაკლი იადონიძე.

ტრენინგის განმავლობაში ირაკლი იადონიძემ ისაუბრა არჩევნების არსსა და მნიშვნელობაზე, განმარტა თვითმმართველობა და თვითმმართველი ერთეულის სტატუსი, ვრცლად ისაუბრა საარჩევნო უფლებებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე, ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის თაობაზე.