ახალი ამბები

ტრენინგი: სამოტივაციო წერილის მომზადება საერთაშორისო პროექტებისთვის

2 ნოემბერი 2023

დღეს, 2023 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით სამოტივაციო წერილიმომზადება საერთაშორისო პროექტებისთვის“.

ტრენინგს უძღვებოდა ჯიუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი გრიგოლ კალანდაძე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად ტექნიკებსა და ნიუანსებზე, რომელთა გამოყენებაც აუცილებელია კვალიფიციური და წარმატებული სამოტივაციო წერილის მოსამზადებლად.

ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის აკადემიური წრის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.