ახალი ამბები

ტრენინგი: როგორ შევაფასოთ სამეცნიერო სტატია

29 სექტემბერი 2023

2023 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (GIU) ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი: ,,როგორ შევაფასოთ სამეცნიერო სტატია".

ტრენინგს უძღვებოდა DOAJ-ის ასოცირებული რედაქტორი საქართველოდან, Web of Science-ის რეცენზიის ექსპერტი, ჟურნალთა მრჩეველი სამეცნიერო საკითხებში და თარჯიმანი ნათია გაბედავა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორებმა და სარედაქციო კოლეგიის წევრებმა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და განხილულ იქნა ყველა პროცედურა - სტატიის გამოგზავნიდან მის გამოქვეყნებამდე; ყურადღება გამახვილდა სარედაქციო კოლეგიის, რეცენზენტებისა და მთავარი რედაქტორის როლზე ამ პროცესებში, ავტორისა და გამომცემლის საავტორო უფლებაზე სტატიასთან დაკავშირებით და სხვა.

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.


იხილეთ ფოტოგალერეა...